TOTOSLOT4D adalah situs slot online resmi yang terbaik no 1 tentunya pada tingkat rate kemenangan 98% cuma secara bermain disitus slot gacor hari ini

TOTOSLOT4D adalah situs slot gacor terpercaya yang menawarkan game slot gacor terbaik hari ini gampang menang sehingga mendatangkan maxwin.

Alasan gampang menang yaitu karena situs XLSLOT88 memberikan info permainan slot gacor hari ini di situs slot88

agen situs XLSLOT88 sudah dipercaya oleh ribuan pemain situs judi online slot gampang menang memberikan hadiah kemenangan besar

XLSLOT88 adalah situs judi slot online gacor terbaik nomor 1 di Indonesia yang mempunyai game slot gacor dan judi online gampang menang paling dipercaya no 1 di Indonesia dengan winrate tinggi

Sebagai situs slot online gacor terpercaya menang jackpot sensasional tentu saja XLSLOT88 memiliki lisensi resmi dari lembaga perjudian nasional yang merupakan hal yang sangat diutamakan untuk keamanan dan kenyamanan para pemainnya

XLSLOT88 sebagai situs slot online gacor gampang menang hari ini tentunya menyediakan ratusan pilihan game yang dapat dimainkan secara bebas dan memiliki kemungkinan menang jackpot besar di setiap game slot online gacor nya

XLSLOT88 sebagai situs slot gacor terbaru dan terpercaya gampang menang memberikan beberapa keuntungan yang bisa diperoleh setelah bergabung di situs XlSlot88

Situs judi online slot gacor 2025 hari ini seringkali memberikan penawaran bonus dan promosi yang sangat menggiurkan

Situs TOTOSLOT99 sebagai Situs Slot gacor Terpercaya yang layani Daftar Slot Online Gacor berdiri semenjak tahun 2020 yang punya beberapa ribu anggota setia aktif setiap harinya

Daftar Slot gacor paling aman disini dan dapatkan keuntungan berlimpah disini dengan melakukan pendaftaran di situs slot gacor TOTOSLOT99

TOTOSLOT99 adalah platform judi slot online resmi yang menawarkan pengalaman bermain seru, aman, dan menguntungkan dengan peluang jackpot maksimal

Selamat datang di situs TOTOSLOT99 slot gacor maxwin gampang menang jackpot maxwin terbesar hari ini yang menyediakan berbagai fasilitas lengkap untuk memenuhi keinginan para member

Situs Judi Slot Online Gacor TOTOSLOT99 Sering Kasih Menang Maxwin yang selalu memberikan hadiah bonus jackpot slot online terbaik terbesar

TOTOSLOT99 menyediakan berbagai permainan bocoran slot gacor malam ini yang mudah untuk menang seperti bola online sbobet88, live casino online

Banyak varian game judi online terbaik, terbaru dan terlengkap yang TOTOSLOT99 sedikan selaku agen slot terpercaya 2024

TOTOSLOT99 adalah Situs slot yang mudah menang yang sudah menjadi bandar situs khusus judi slot online di Asia dengan permainan Daftar Situs Judi Slot Gacor Gampang Menang Hari Ini

Banyak pilihan provider situs slot online gacor jackpot terbesar yang bisa anda mainkan bersama teman dan keluarga untuk mendapatkan bonus jackpot di situs TOTOSLOT99

PAYSLOT88 selaku situs judi slot gampang menang jackpot terbesar menyediakan daftar situs judi slot gacor terpercaya hari ini bagi semua bettor judi slot online

bermacam-macam game popular seperti: sbobet slot online, poker idn, 9Gaming Poker telah disediakan TOTOSLOT99 untuk memenuhi kepuasan para member.

Anda dapat memilih permainan sesuai skill dan kesukaan anda, sehingga dapat membuat anda mendapatkan banyak hadiah dan bonus TOTOSLOT99

TOTOSLOT99 terbaru slot gacor 4D dan togel 4D resmi dengan sistem gampang menang. Dapatkan peluang besar dengan modal kecil

TOTOSLOT4D sebagai Link Slot Gacor 2025 merupakan situs permainan judi online 24jam terpercaya yang menyediakan banyak jenis permainan judi seperti, taruhan bola, casino, poker online, tembak ikan, sabung ayam

XLSLOT88 Merupakan Situs Wahana Bermain Slot Zeus Gacor Mudah Jp x1000 Perkalian Merah

XLSLOT88 adalah Link Slot88 Gacor dan Situs Slot Gacor Server Thailand Terbaik tahun 2025

TOTOSLOT4D dikenal sebagai situs zeus slot yang paling gacor karena memiliki permainan slot gacor anti rungkad terbaru

XLSLOT88 adalah link slot online resmi terpercaya yang menawarkan berbagai pilihan permainan slot gacor mudah menang serta menghadirkan pengalaman bermain terbaik

XLSLOT88 adalah situs terpercaya slot gacor 2025 anti rungkad mudah menang maxwin menyediakan ratusan game terbaru slot gacor dengan rtp maxwin 98% dijamin cuan jutaan auto jadi sultan.

XLSLOT88 menghadirkan link daftar situs slot thailand dan slot gacor 777 gampang menang tahun 2025, nikmatin ratusan game-game terbaik yang seru dimainkan gampang menang jackpot jutaan rupiah.

TOTOSLOT4D merupakan Daftar situs slot online yang menjadi tempat bermain para pecinta judi slot gacor di Indonesia

Slot Gacor hadir dengan berbagai macam permainan slot maxwin terbaru 2025 dan bekerja sama dengan situs TOTOSLOT4D

TOTOSLOT99 merupakan Link Login Slot Scan Qris yang dapat dimainkan secara daring dan bisa dapat jackpot besar

berbagai macam permainan judi online tersedia di situs XLSLOT88 dengan deposit rendah bisa maxwin besar.

TOTOSLOT99 Merupakan Situs Slot Toto99 terpercaya dapat memberikan kemenangan disetiap harinya hanya dengan modal kecil

PAYSLOT88 adalah situs slot online terpercaya di indonesia, ditahun 2025 sudah terbukti dapat memberikan kemenangan besar disetiap permainannya

PAYSLOT88 merupakan situs slot gacor terbaru ditahun 2025 menghadirkan mengalaman bermainan yang sangat bagus di indonesia

TOTOSLOT99 adalah situs slot gacor resmi gampang menang dengan koleksi permainan dari provider ternama dan dukungan teknologi terbaru

XLSLOT88 adalah media resmi situs slot gacor hari ini gampang menang maxwin jackpot x1000, daftarkan akun pro provider slot gacor hanya di XLSLOT88 mainkan ratusan game terupdate yang seru dimainkan dengan grafik terbaik di indonesia.

XLSLOT88 merupakan platform terbaru situs resmi slot online gacor no.1 di indonesia, menghadirkan ratusan game slot online gacor yang seru untuk dimainkan dan pasti gampang menang maxwin sampai ratusan juta rupiah

Temukan permainan slot online gacor 2025 hanya di situs TOTOSLOT4D dengan minmal depsoit 20ribu saja bisa maxwin setiap hari

TOTOSLOT99 merupakan Link Login Slot Scan Qris yang dapat dimainkan secara daring dan bisa dapat jackpot besar

TOTOSLOT4D titik kumpul pertemuan situs slot scan qris dan slot gacor online 4d yang mempunya sistem serba gacor terbaru

TOTOSLOT4D adalah link bermain situs slot scan qris colaborasi dengan slot gacor 4D yang sudah di pastikan akan gampang maxwin di permainan slot onlinenya

TOTOSLOT4D kini hadir dengan slot online yang melakukan deposit scan qris bantuan sistem canggih bernama AI Qris yang membuat semakin legit memproses deposit anda tanpa ditunda tunda

TOTOSLOT4D sangat di kenal dengan paltform situs slot scan qris yang bekerjasama toto slot 4d untuk mempermudah bertransaksi maupun deposit dan penarikan

ვახუშტი ბატონიშვილი

ვახუშტი ბატონიშვილი

ვახუშტი ბატონიშვილი

ვახუშტი ბატონიშვილი (ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) (1696, თბილისი, – 1757, მოსკოვი), ისტორიკოსი, გეოგრაფი და კარტოგრაფი. ვახტანგ VI-ის შვილი. ფრანგი მოგზაურის შარლ პეისონელის (1700–57) ცნობით, მისი დედა ყმა გლეხის ქალი ყოფილა. განათლება მიიღო ქართლის სამეფო კარზე იესე და გიორგი გარსევანიშვილებთან, რ-თაგან ქართ. ტრად. „საღმრთო და საერო” გან-სწავლულობა შეიძინა. სწავლობდა აგრეთვე თბილისში მცხოვრებ კათოლიკე მისიონერებთან (ლათ. და ევრ. ენები, ისტორია, გეოგრაფია, გრამატიკა, მათემატიკა, ასტრონომია). 1717–24 აქტიურად მონაწილეობდა ქართლის სამეფოს პოლიტ. ცხოვრებაში. 1717 სარდლობდა ლაშქარს მეფის წინააღმდეგ აჯანყებული ქსნის ერისთავის დასამორჩილებლად. არაერთხელ მიიღო მონაწილეობა, როგორც ლაშქრის ერთ-ერთმა სარდალმა, სპარსელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. 1721 დაინიშნა ქვემო ქართლის ანუ მეწინავე სადროშოს სარდლად და მეფის დავალებით ჩაატარა სადროშოს მოსახლ. აღწერა. 1722, ვახტანგ VI-ის განჯაში ყოფნის დროს, ქართლს განაგებდა. ვ. ბ. ბევრს მოგზაურობდა (კახეთი, იმერეთი). კარგად იცნობდა საქართვ. ეკონ. ვითარებას, ქართლის სამოხელეო წესწყობილებას, მეფის სამდივანმწიგნობრო საბუთებს, აგროვებდა საქართვ. ისტ. და გეოგრაფიისთვის მასალას, შედგენილი ჰქონდა სათანადო რუკები. 1724 ვახტანგ VI-ს რუსეთში გაჰყვა. სხვა ქართვ. ემიგრანტებთან ერთად ვ. ბ. დასახლდა მოსკ. განაპირა უბანში – პრესნიაზე და აღსრულებამდე იქ ცხოვრობდა თავის მრავალშვილიან ოჯახთან ერთად (ვ. ბ-ის მეუღლე იყო იმერეთის ცნობილი ფეოდალის, გიორგი აბაშიძის, ასული მარიამი). რუსეთში ცხოვრების პერიოდში იგი აქტიურად ჩაება სამეცნ. მუშაობაში. ეცნობოდა რუს. და ევრ. საისტ. და საბუნებისმეტყველო დისციპლინებს. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. 1752 მან რუსულიდან ქართულად თარგმნა „მოკლე პოლიტიკური გეოგრაფია” 27-რუკიან მსოფლიო ატლასთან ერთად (ამ სახელმძღვანელოთი ასწავლიდნენ გეოგრაფიას თელავის სემინარიაში). ვ. ბ. ჩართული იყო რუს. სამეცნ. ცხოვრებაში; მ. ლომონოსოვთან ერთად ითვლებოდა მოსკ. უნ-ტის (1755) ერთ-ერთ დამაარსებლად. მისი დამსახურება აღნიშნული იყო მოსკ. უნ-ტის კედელზე მიმაგრებულ მარმარილოს დაფაზე, რ-ზეც ოქროთი მოვარაყებული ასოებით ამოჭრილი იყო უნ-ტის დამფუძნებელთა სახელები. XX ს. დასაწყისში ეს მარმარილოს დაფა ჯერ კიდევ არსებობდა, ისევე როგორც ვახუშტის ბიუსტი, რ-იც უნ-ტის სააქტო დარბაზის ვესტიბიულში მდგარა. ვ. ბ-მა მანამდე მოპოვებული დიდძალი საისტ. მასალის საფუძველზე 1742–45 მოსკოვში დაწერა სამეცნ. ნაშრომი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა”, რ-იც მოიცავს საქართვ. ისტორიას „დასაბამიდან” 1745-მდე და მის გეოგრ. აღწერილობას პროვინციათა მიხედვით. გარდა ამისა, ვახუშტის მიერ შედგენილია ორი გეოგრ. ატლასი: პირველი (1735) რვა რუკისაგან შედგებოდა (შემორჩენილია 5), ხოლო მეორე (როგორც ჩანს, შედგენილია XVIII ს. 40-იანი წწ. დასაწყისში) შეიცავს ცხრამეტ რუკას, რომელთაგან ორი საქართველოს საერთო რუკაა. ორივეზე გამოსახულია მთელი კავკასია, ხოლო დანარჩენი რუკები საქართველოს ცალკეულ მხარეებს ეძღვნება. ვ. ბ-ის რუკებს ავტორის სიცოცხლეშივე მაღალი შეფასება მისცეს ევროპელმა კარტოგრაფებმა. ისინი თარგმნეს ფრანგ. და რუს. ენებზე და XVIII ს-ში გამოიყენეს ევრ. რუკების შესადგენად. ვ. ბ. კარგად იცნობდა როგორც „ძველი ქართლის ცხოვრების” ნუსხას, ასევე ვახტანგ VI-ის „სწავლულ კაცთა” შემოქმედებასაც, მაგრამ კრიტიკულად აფასებდა და აღნიშნავდა მათ ნაკლს (თხრობის წინააღმდეგობრიობა, ქრონოლოგიის თითქმის სრული უქონლობა). სწორედ ამ მიზეზთა გამო და ვახუშტისეული კრიტ. თვალსაზრისის საფუძველზე შეიქმნა მისი ზემოხსენებული მონუმ. ნაშრომი, რ-ის შესავალში მას ჩამოყალიბებული აქვს ევრ. ისტორიოგრაფიის შესწავლის საფუძველზე შემუშავებული მეთოდოლ. დებულება, რომ „მატიანე” (ისტ. მეცნიერება) ოთხ ასპექტს მოიცავს: „ადგილის აღწერა” (გეოგრაფია), „ნათესავთმეტყველება” (ეთნოგენეზი და გენეალოგია), „წლისმრიცხველობა” (ქრონოლოგია) და „მოქმედების აღწერა” (პოლიტ. ისტორია). უკვე ამით ვ. ბ. ნოვატორად გვევლინება ქართ. ისტორიოგრაფიაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ მან „ადგილის აღწერა” ანუ გეოგრაფია ისტ. სამსახურში ჩააყენა და, ამდენად, ფაქტობრივად პირველმა აღიარა ისტ. გეოგრ. საჭიროება. ნიშანდობლივია მისი კვლევის მეთოდიც: მეცნიერი იყენებს ძვ. და შუა საუკუნეების მსოფლიო ისტორიის კარგად დათარიღებულ ცნობილ ფაქტებს, ცდილობს მიუსადაგოს ისინი საქართვ. ისტ. მოვლენებს და ამით ქრონოლოგიურად გამართოს იგი. ამ მხრივ უაღრესად ფასეულია ვრცელი ქრონოლ. ცხრილი, რ-იც ასახავს საქართველოს და მახლობელი აღმოსავლეთის ისტ. სინქრონულ მოვლენებს. ეს ცხრილი, რ-იც ბოლოს ერთვის მის ნაშრომს, თანამედროვე ფუნდამენტურ ისტ. გამოკვლევასაც კი დაამშვენებდა. ვ. ბ. იცნობდა არა მხოლოდ შუა საუკუნეების ბერძენ ქრონოგრაფებს და აღმოსავლელ მუსლიმ მემატიანეებს, არამედ ანტ. ხანის მოაზროვნეებსაც: პლატონს, ციცერონს, პლინიუსს. კარგად იცნობდა თანადროულ ევრ. ისტორიოგრაფიასაც. თავისი ისტორიის საშენ მასალად იყენებდა არა მხოლოდ მემატიანეებს, მეფეთა თუ ფეოდალთა საგვარეულო სიგელ-გუჯრებს თუ სხვა დოკუმენტურ მასალას, არამედ ძვ. ქართ. ეპიგრაფიკას, მატერ. ძეგლებს, თქმულებებს და ანდაზებსაც კი. ვ. ბ. პირველი ქართვ. ისტორიკოსია, რ-მაც საგანგებოდ წარმოგვიდგინა ძვ. ერთიანობის დროინდელი საქართვ. საზ-ბის კლასობრივი სტრუქტურა. მისთვის უცხო არ არის ევოლ. თვალსაზრისი ძვ. ქართ. სახელმწიფოებრივი თუ სოც. წყობის შესახებ. ამ მხრივ, მეცნიერი არსებითად განსხვავდება შუა საუკუნეების დროინდელ მემატიანეთაგან, რამდენადაც მისი თხრობა მხოლოდ ნარატიული ხასიათის კი არ არის, არამედ მნიშვნელოვანწილად ანალიტიკური შინაარსისაა. სწორედ ასეთი მაღალმეცნიერული თვალსაწიერიდან შეძლო მან ქვეყნის სახელმწიფოებრივი და საზ. ევოლ. იმ მიჯნების შემჩნევა, რ-თა საფუძველზეც ხერხდება ამა თუ იმ ქვეყნის ისტ. განვითარების პროცესის პერიოდიზაცია. ვ. ბ. საქართველოს სახელმწიფოს ისტორიას ორ პერიოდად ყოფს: პირველი, ეს არის ერთიანი საქართველოს მონარქიის წარმოქმნისა და არსებობის ეპოქა; მეორე – საქართველოს ფეოდ. დაქუცმაცებულობის პერიოდი. ასეთი პერიოდიზაციის საფუძვლად მეცნიერი მხოლოდ პოლიტ. განვითარებას კი არ გულისხმობს, არამედ სახელმწ. წესწყობილების, სოც. სტრუქტურის და თვით ხალხის ზნე-ჩვეულებათა ცვლილებებსაც. ამდენად, ვ. ბ. იყო არა შუა საუკუნეების ტიპის ქრონოგრაფი თუ მემატიანე, არამედ ჭეშმარიტი მეცნიერ-ისტორიკოსი, რ-იც ფლობდა მისი თანადროული ევრ. ისტორიოგრაფიის მეთოდოლ. მიღწევებს და წარმატებით იყენებდა მათ საქართვ. ისტ. შესამუშავებლად. ვახუშტის ნაშრომის გეოგრ. ნაწილი არის პირველი ცდა საქართვ. ტერიტორიის სისტემ. და, შეიძლება ითქვას, დეტალური გეოგრ. აღწერისა და ამდენად იგი, ფაქტობრივად, საქართვ. გეოგრ. მეცნიერების ფუძემდებელია. ნაშრომში განხილულია ხუთი პოლიტ.-ეთნ. ერთეულის (ქართლისა და კახეთის სამეფოების, სამცხე-საათაბაგოს, დას. საქართველოს და კავკასიონის მაღალმთიანი ჩრდ. კალთის) ბუნებისა და მოსახლ. თავისებურებანი. აღწერილობაში თითოეული ადგილის გეოგრ. დახასიათება ჩამოყალიბებულია კომპაქტურად, შემდეგი თანამიმდევრობით: ტერიტ. საზღვრები და მდებარეობა, ბუნებრივი პირობების დახასიათება, ცნობები მოსახლ. და მეურნ. შესახებ, ისტ.-კულტ. ძეგლების მოკლე მიმოხილვა და ა. შ. ვ. ბ-ს საკუთარი, სრულიად გარკვეული მოძღვრება ჰქონდა შემუშავებული საქართვ. გეობოტანიკური არეების ზონალური გავრცელების შესახებ. ამ თვალსაზრისით მის მიერ ჩამოყალიბებული სისტემა ნახევარი საუკუნით უსწრებს წინ ევროპაში შექმნილ ასეთსავე მოძღვრებას. ამ გეობოტან. კონცეფციით საქართვ. ტერიტორიის „მთად” და „ბარად” დანაწევრება გულისხმობდა არა მხოლოდ მისი ზედაპირის გეომორფოლ. თვისებებს, არამედ სას.-სამ. ზონებად დაყოფასაც. ვ. ბ. განსაკუთრებით უსვამდა ხაზს საქართველოს ფიზ. და ეკონ. გეოგრაფიის ისეთ თავისებურებას, როგორიცაა მთისა და ბარის ზონათა ურთიერთსიახლოვე და მჭიდრო სამეურნეო კავშირი, რასაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართვ. პოლიტ. ისტორიისათვის.

ვ. ბ. საქართვ. ისტ. გეოგრაფიის, როგორც ისტ. დამხმარე დისციპლინის, ფუძემდებელიცაა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი თავის ნაშრომში ხშირად მთლიანად საქართველოს და მისი შემადგენელი ცალკეული თემების ისტ. საზღვრების შესახებ საუბრობს, ანდა ისტ. წყაროებში დასახელებული უცნობი გეოგრ. ერთეულების (მთები, მდინარეები, ქალაქები, დაბები) მისებურ ლოკალიზაციას ახდენს, არამედ პირველ რიგში იმიტომ, რომ იგი თავის გეოგრ. აღწერილობას თანამიმდევრულად წარმართავს უძველესი ისტ.-გეოგრ. და ადმ. ერთეულების, „ხევების” მიხედვით, რ-თაგან ბევრი მის დროს რეალურად აღარც არსებობდა. თავის თხზულებაში ვ. ბ-მა პირველმა მიაქცია ყურადღება საქართვ. ისტ. თემთა მოსახლეობის ყოფითი კულტურისა და ზნე-ჩვეულებების სპეციფ. თავისებურებებს, ანუ საფუძველი ჩაუყარა ქართველების (და, საერთოდ, კავკ. მოსახლეობის) ეთნოგრ. შესწავლას. იგი ენციკლოპედიური ცოდნის მეცნიერი იყო, რ-მაც დაამკვიდრა საქართველოსა და მისი მოსახლ. შემსწავლელი მთელი რიგი სამეცნ. დისციპლინები. ვ. ბ. დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტერში. მისი საფლავის ქვა წარწერით უკანასკნელად 1929 უნახავს პოეტ-აკადემიკოს გ. ლეონიძეს, 1934 წლისათვის იგი უკვე დაკარგული იყო. XX ს. 80-იან წლებში ვ. ბ-ის საფლავის მიგნების მიზნით დონის მონასტერში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა ძიებამ (ხელმძღვ. გ. ღამბაშიძე) შედეგი ვერ გამოიღო. ვ. ბ-ის სახელი ეწოდა გეოგრაფიის ინ-ტს, მწვერვალს სვანეთის კავკასიონზე და კარსტულ უფსკრულს ბერჭილის ქედზე. 1973 საქართვ. მინისტრთა საბჭომ დააწესა ვ. ბ-ის სახ. პრემია, 2010 კი ასეთივე პრემია დააწესა მეცნ. ეროვნ. აკადემიამ. 1997 ოქტომბერში იუნესკოს ეგიდით აღინიშნა მისი დაბადებიდან 300 წლისთავი. ამ თარიღთან დაკავშირებით გამოიცა ვ. ბ-ის თხზულება „საქართველოს გეოგრაფია” და მაღალ პოლიგრ. დონეზე შესრულებული „საქართველოს ატლასი”.

თხზ.: აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; საქართველოს გეოგრაფია, თბ., 1997; საქართველოს ატლასი, თბ., 1997.

ლიტ.: გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი  ვ., ვახუშტი ბაგრატიონი, თბ., 1969; ვახუშტი ბაგრატიონი. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. ფრ. სიხარულიძე, თბ., 1990; ვახუშტი ბაგრატიონი – გეოგრაფი, თბ., 1997; ვახუშტი ბაგრატიონი – ისტორიკოსი და ეთნოგრაფოსი, თბ., 1997; მ ა თ უ რ ე ლ ი  ი., ვახუშტი ბაგრატიონის კარტოგრაფიული მემკვიდრეობა, თბ., 1990;  მ ა რ უ ა შ ვ ი ლ ი  ლ., საქართველოს გეოგრაფიული შესწავლის ფუძემდებელი ვახუშტი ბაგრატიონი, თბ., 1956; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი  რ., ტ ა ტ ა შ ი ძ ე  ზ., ვახუშტი ბაგრატიონი – დიდი მეცნიერი და მამულიშვილი, თბ., 1997; ხ ა რ ა ძ ე  კ., უებრო ბუმბერაზი. ვახუშტი ბაგრატიონი, თბ., 2013; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ა., ვახუშტი ბაგრატიონი – გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი, «ვახუშტის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის შრომები», 1947, ტ. 1; ჯავახიშვილი  ივ., ბატონიშვილი ვახუშტი, თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977.

დ. მუსხელიშვილი