ერთელიშვილი ფარნაოზ გიორგის ძე

ერთელიშვილი ფარნაოზ გიორგის ძე (27. II. 1923, თბილისი, – 6. VII. 1972, იქვე), ენათმეცნიერი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1969). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1950). მუშაობდა ახ. ქართ. ენის კათედრაზე, იყო კათედრასთან შექმნილი ტოპონიმიკის ლაბორ. ერთ-ერთი დამაარსებელი და მეცნ.-ხელმძღვანელი (1969). ავტორია მონოგრაფიებისა: „რთული წინადადების ისტორიისათვის ქართულში” (1963), „ზმნის ფუძეთა ფონემატური სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები ქართულში” (1970), „სახელურ ფუძეთა ფონემატური სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები ქართულში” (1980). მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს ქართ. ენის ფონეტიკის, მორფოლოგია-სინტაქსისა და ლექსიკა-ფრაზეოლოგიის საკვანძო საკითხებზე, შექმნა ეტიმოლ. ძიებათა სერია.

შ. აფრიდონიძე