გუგუთი

გუგუთი (ყოფ. მ უ ღ ა ნ ლ ო), სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის მხარე), ლოქის ქედის ჩრდ. კალთაზე. თემის ცენტრი (სოფლები: გ., კამიშლო, ლოქჯანდარი). ზ. დ. 1410 მ, დმანისიდან 37 კმ, კაზრეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 35 კმ. 178 მცხ. (2002).