ზოტი

ზოტი, სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში (გურიის მხარე), მესხეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. გუბაზეულის (სუფსის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. სათავო სოფელი. ზ. დ. 820 მ, ჩოხატაურიდან 25 კმ. 1,2 ათ. მცხ. (2002). ზ-ში არის პირიტის საბადო (თეთრიხევის ხეობა) და თერმული მინერ. წყალი (სანისლია). სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოს ნაკეთობანი, ორნამენტიანი ქვები. შემორჩენილია ფეოდ. ხანის დიდი ქვებით ნაშენი ღომის ციხე, ასეთივე მეორე ციხე და ნასაყდრალი. XIX ს. 80-იანი წლებიდან აქ ცხოვრობს ზემო აჭარიდან გადმოსული მოსახლეობა. სოფელში, მდ. გუბაზეულის მარჯვ. ნაპირას, დგას XIX ს. დასასრ. აგებული მეჩეთი. იგი ორსართულიანი ხის შენობაა, ინტერიერს ამკობს ხეზე ნაკვეთი ჩუქურთმები და მოხატულობა, რ-იც ქართველს – ჭან ომერს შეუსრულებია.

ნ. კახიძე

შ. საღარაძე