ზოტიმერია, ზოტისმთა, მთა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე, მდინარეების გუბაზეულისა (სუფსის მარცხ. შენაკადი) და ქვაბლიანის (ფოცხოვისწყლის მარცხ. შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე 2676 მ. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტებით, ტუფებითა და ტუფ-ბრექჩიებით. კალთები დამრეცია. შემოსილია სუბალპ. და ალპ. მდელოებით.
ქ. ჯაყელი