Twitter
Facebook
Whatsapp
ზოფხიტო, ხეობის მყინვარი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მდ. ზოფხიტურის (რიონის მარცხ. შენაკადი) სათავეში. სიგრძე 4,2 კმ, ფართ. 2,8 კმ². მყინვარის ენა ეშვება 2480 მ სიმაღლემდე. ფირნის ხაზის სიმაღლე 3360 მ.
რ. შენგელია