„ერთობა“

„ერთობა", ყოველდღიური გაზეთი, ამიერკავკ. ს.-დ. ორგანიზაციების ორგანო. გამოდიოდა თბილისში 1917–21 „თანამედროვე აზრის" ნაცვლად. 1918 წ. 26. ნოემბრიდან იყო საქართვ. ს.-დ. (მენშევიკური) მუშათა პარტიის ცენტრ. ორგანო. ბოლო ნომრები (1921 წ. N 44–56) დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის თბილისიდან ევაკუაციის შემდეგ გამოვიდა ქუთაისსა და ბათუმში. რედ.-გამომცემლები – ვ. ბობოხიძე (1917-იდან), ლ. ნათაძე (1920 წ. ივლისიდან).