ზრამაგისხევი, ისტორიული დვალეთის ერთ-ერთი თემი ცენტრალურ კავკასიონზე, ზრამაგისხევის მიდამოებში (მდ. არდონის მონაკვეთი ჟღელეს ხეობის შესართავიდან ზროგოს ხეობის შესართავამდე), დანარჩენ დვალეთთან ერთად შემოდიოდა საქართველოს შემადგენლობაში. 1859 მეფისნაცვალმა ა. ბარიატინსკიმ ზრამაგის თემი, რ-იც შედიოდა ნარის უბანში, გადასცა კავკ. ხაზის მარცხ. ფრთის ოსეთის სამხ. ოკრუგს. ეს უკანასკნელი შემდგომში შევიდა თერგის ოლქის, ხოლო 1924-იდან კი – ჩრდ. ოსეთის შემადგენლობაში. ზ-ში ვახუშტი ბაგრატიონი (XVIII ს.) ასხვავებს ორ დასახლებულ პუნქტს – ზემო და ქვემო ზრამაგას. ზემო ზრამაგაში ახსენებს მცირე ეკლესიას, რ-ის შირიმის ფილები უწესრიგოდ გამოუყენებიათ XIX ს-ში აგებული ახ. ეკლესიის წყობაში, ხოლო სოფლიდან მცირედით დაშორებულ ნანგრევს უწოდებენ „სანიბას”, ანუ „სამებას”.
წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ჯ. გვასალია