ზრესი, ფასკია, ტბა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოზე, 1720 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართ. 1,77 კმ², აუზის ფართ. 48,4 კმ², მაქს. სიღრმე 1 მ, საშ. სიღრმე 0,6 მ. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით – მაქს. დონეს აპრილ-მაისში აღწევს, მინიმალურს – იანვარ-თებერვალში. ტბასთან არხით შეერთებულია მდ. მურჯახეთისწყალი (ფარავნის მარცხ. შენაკადი), იყენებენ სარწყავად.
ი. აფხაზავა