ზრუნი, სამგლოვიარო ბანი მიცვალებულის დაკრძალვის ქართულ ხალხურ რიტუალში, „გოდების ბანი” (ს.-ს. ორბელიანი), „გოდების ბანი მოტირალთაგან” (ნ. ჩუბინაშვილი). მთის რაჭაში ტერმ. „ზ.” ინდივიდ. მოთქმას და ზოგჯერ სამგლოვიარო ტექსტსაც აღნიშნავს.
ლიტ.: სიხარულიძე ქ., სამგლოვიარო ლექსები, წგ.: ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, [ტ.] 1, თბ., 1960; მისივე, ხალხური ხელოვნების ისტორიიდან, «საბჭოთა ხელოვნება», 1963, №5; ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938.
ნ. შამანაძე