გუგულის ქედი

გუგულის ქედი, ლიხის ქედის სამხრ.-აღმ. გაგრძელება შიდა ქართლის ვაკეზე (ლიხის ქედს გამოეყოფა სოფ. ბრილთან). ზ. დ. 817 მ-მდე სიმაღლის გორაკ-ბორცვიანი სერი აგებულია მესამეული ასაკის თიხებით, მერგელებითა და ქვიშაქვებით. დას. ნაწილში ფართოფოთლოვანი ტყის კორომებია. დიდი ნაწილი გამოყენებულია სას.-სამ. სავარგულებად.

ჭ. ჯანელიძე