ერისთავი გიორგი მიხეილის ძე

ერისთავი გიორგი მიხეილის ძე (დ. 9. V. 1947, თბილისი), გენერალ-მაიორი (1999). 1972 დაამთავრა თბილ. პოლიტექ. ინ-ტის მეტალ. ფაკ-ტი. 1973–99 მუშაობდა სახელმწ. უშიშროების სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე: 1988–93 იყო საქართვ. უშიშროების მინისტრის აპარატის უფროსი, 1993–94 – სახელმწ. უშიშროების სამინისტროს თბილ. საქალაქო სამმართველოს უფროსი, 1994–95 – საქართვ. სახელმწ. უშიშროების სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს უფროსი, 1995–99 – საქართვ. სახელმწ. უშიშროების სამინისტროს აკადემიის რექტორი. 1996 მიენიჭა საქართვ. სახელმწ. უშიშროების საპატიო თანამშრომლის წოდება. საქართვ. პედ. აკად. ნამდვილი წევრი (1998). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1997). 2000-იდან თადარიგშია.

ლ. დოლიძე