ერისთავი დავით როსტომის ძე

ერისთავი დავით როსტომის ძე (1780–1830), XIX ს. მოღვაწე. 1812-იდან ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებას პატარა ლიახვისა და მეჯუდის ხეობაში მცხოვრებ ოსებთან და მათ გაქრისტიანებას, რისთვისაც მიიღო საგარეო საქმეთა კოლეგიის მდივნის ჩინი. მონაწილეობდა თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში ახალციხესთან (1810), რუსეთ-ირანის ომში (1827). 1828 მისცეს კოლეგიის მრჩევლის ჩინი. დაჯილდოებულია წმინდა ანას ორდენით.

ლიტ.: ბერძნიშვილი მაქს., მასალები XIX ს. პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისთვის, [ტ.] 1, თბ., 1980; მეგრელიძე შ., ჩვენი სახელოვანი სამხედრო წინაპრები, თბ., 1979.

გ. საითიძე