ერისთავი ვიქტორ დიმიტრის ძე (22. VI. 1939, თბილისი, – 16. XII. 2005, სან-ფრანცისკო, დაკრძალულია თბილისში), ქიმიკოსი. ქიმ. მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1977), აშშ საერთაშ. აკად. ნამდვ. წევრი (1995), საქართვ. ეკოლოგიურ მეცნ. აკად. წევრი (1997). დაამთავრა სპი-ის ქიმ. და კვების ტექნოლ. ფაკ-ტი (1962). ამავე წლიდან მუშაობა დაიწყო იქვე ჩაის მრეწველობის მანქანათმშენებლობის პრობლემურ ლაბორატორიაში. 1980-იდან იყო ამავე ინ-ტის გარემოს დაცვის კათედრის გამგე, 1986-იდან – სპი-ის ატომურ-აბსორბციული სპექტროსკოპიის გამოყენების რესპ. ცენტრის ხელმძღვანელი. 1978–79 და 1995 მივლინებული იყო აშშ-ის უნ-ტებში. იყო სტუ-ის გარემოს დაცვისა და საინჟ. ეკოლ. კათედრის გამგე. კვლევის ძირითადი მიმართულებაა: დალექვითი და კომპლექსწარმოქმნითი ქრომატოგრაფიის თეორია და პრაქტ. გამოყენება. ავტორია სამი გამოგონებისა. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია.
თხზ.: Источники загрязнения и техника защиты окружающей среды, Тб., 1985 (თანაავტ.).