ერისთავი მიხეილ ბიძინას ძე (9. II. 1827, სოფ. კარალეთი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 7. V. 1894, თბილისი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1877), ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან. გენერლების ნ. ბ. ერისთავისა და კ. ბ. ერისთავის ძმა. მონაწილეობდა ყირიმისა (1853–56) და რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომებში. დაჯილდოებულია წმ. ანას II ხარისხის ორდენით. დაკრძალულია თბილისში, კალოუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის საგვარეულო აკლდამაში.
მ. გოგიტიძე