ერისთავი სტეფანე დავითის ძე

ერისთავი სტეფანე დავითის ძე (1740, რუსეთი, – 24. I. 1804, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (დაახლ. 1803), არაგვის ერისთავთა საგვარეულოდან. 1796 მიენიჭა გენ.-მაიორის წოდება. მსახურობდა პავლე ციციანოვთან ერთად, ქართვ. გრენადერთა პოლკში. შემდეგ იყო უსტ-კამენეგორსკის ციხესიმაგრის (ყაზახეთი) კომენდანტი.

მ. გოგიტიძე