ერისთავი შალვა

ერისთავი შალვა (გ. 24. II. 1921, ტაბახმელა), იუნკერი, ტაბახმელის ბრძოლის გმირი. ე. ირიცხებოდა ქართ. სკოლაში, იუნკერთა ქვეით ასეულში. 1921 იბრძოდა იუნკერთა რიგებში თბილ. მისადგომებთან რუს. მე-11 არმიის წინააღმდეგ. 24 თებ. ტაბახმელაზე გააფთრებული იერიში მიიტანეს რუსმა ჯარისკაცებმა. ბრძოლის კრიტ. მომენტში სანგრებში შემოვარდნილი მტრის უკუსაგდებად კონტრიერიშზე გადასულ იუნკრებს გზა გადაუღობა რუსების ტყვიამფრქვევმა, რ-თანაც პირველი ე. მიიჭრა და ხიშტით განგმირა მემიზნე ოფიცერი. ორთა ბრძოლაში თავადაც დაიღუპა.

მ. წურწუმია