ერისთავის ვარდისფერი

ერისთავის ვარდისფერი, ატმის ადგილობრივი სასუფრე ჯიში. გამოიყვანა ე. ერისთავმა გორის მეხილეობა-მებოსტნეობის სასელექციო სადგურში ხიდისთაური ვარდისფერისა და ოქროს იუბილეს შეჯვარებით. ხე ინტენსიურად იზრდება, უხვმოსავლიანია; ნაყოფი მსხვილია, ოვალური (ზოგიერთი ნისკარტიანი), სახრავი, არომატული. კანი მოყვითალო-მოთეთრო აქვს, ვარდისფრად შეფერილი; რბილობი – თეთრი, წვნიანი, მომჟავო-მოტკბო. საადრეო ჯიშია (მწიფს ივლ. II ნახ-ში). ფართოდაა გავრცელებული აღმ. საქართველოში.

მ. ერისთავი