„ერისიონი”

„ერისიონი”, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ერთ-ერთი უძველესი ანსამბლი საქართველოში. ანსამბლს „ერისიონი” ეწოდა 1999 [ერისიონი – ცისიერი, მთის თავს ზეითი (საბა)]. ამ სახელწოდებით ანსამბლმა თავისი შემოქმედებითი განვითარების ახ. ეტაპი დაიწყო, ტრიუმფით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და საერთაშ. აღიარება მოიპოვა. დაწვრილებით იხ. სტ. საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი”.