ერმანისწყალი

ერმანისწყალი, მდინარე ჯავის მუნიციპალიტეტში, ლიახვის მარცხ. მდგენელი (ერთვის სოფ. ზღუბირთან). სიგრძე 16 კმ, აუზის ფართ. 75 კმ². სათავე აქვს ხარულისა და ერმანის ქედების შესაყართან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის მაის-ივნისში, წყალმცირეა ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 3,16 მ ³/წმ.

ი. აფხაზავა