გუდა, ოთხში ამოღებული თხის, ცხვრის ან ხბოს ტყავისაგან დამზადებული, ზურგზე ან მხარზე გადასაკიდებელი ჭურჭელი. თხის ტყავის გ-ს შიგნით კუპრავდნენ და საღვინედ იყენებდნენ. მას „კუპრი", „კუპრიელი", „ტიკი" (ძვ. „თხიერი") ერქვა.
გ-ით გადაჰქონდათ აგრეთვე წყალი, ზეთი, თაფლი, ტკბილი და სხვ. ცხვრის ტყავის გ-ს ყველის („გუდის ყველი") გამოსაყვანად, შესანახად და გადასატანად იყენებდნენ.
გურია-სამეგრელოში „გ." ღვინის საგადასახადო ერთეულიც იყო.
ლ. ფრუიძე