ეროვნული სამედიცინო ცენტრი ო. ღუდუშაურის სახელობისა (შპს), ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-პედაგოგიური და კლინიკურ-ექსპერიმენტული ცენტრი, რ-ის ბაზაზეც ფუნქციონირებს დღევანდელი მრავალპროფილური კლინიკა. შეიქმნა 1981 ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის, თსსი-ის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის, სამხ.-საველე ქირურგ. კათედრის, ექიმთა დახელოვნების ინ-ტის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის კურსის, თსსი-ის ცენტრ. ლაბორატორიისა და კერამოპლასტიკის ლაბორატორიის გაერთიანებით (გენ. დირექტორი ო. ღუდუშაური). 1990 ცენტრს გადაეცა ახ. შენობა, 1993 კი მიენიჭა ო. ღუდუშაურის სახელი. ე. ს. ც-ის შექმნას საფუძვლად დაედო მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში წარმოდგენილი პროექტი, კერძოდ, თბილისში პერინატალური ცენტრის შექმნის აუცილებლობის შესახებ. ასეთ ბაზად მოიაზრებოდა ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ცენტრი. მსოფლიო ბანკის, იაპონიისა და საქართვ. მთავრობების ხელშეწყობით, ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის, კატასტროფისა და გადაუდებელი მედ. ცენტრების შერწყმით შეიქმნა „O. Gudushauri General Hospital", რ-ის ბაზაზეც დაარსდა ახლად ჩამოყალიბებული ე. ს. ც. 2002 ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბა „ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი”, რ-იც არის რეფერალური ტიპის მრავალპროფილური, 256-საწოლიანი, მაღალტექნოლოგიური სამედ. დაწესებულება – სტაციონარული, ამბულატორიული, დიაგნოსტიკური და რეფერალური მომსახურებით. ცენტრი მოიცავს: ქირურგ., უროლოგიურ, შინაგან სნეულებათა, პერინატალურ, ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიულ, დიაგნოსტიკურ-პარაკლინიკურ, პრეჰოსპიტალურ, კრიტ. და გადაუდებელი მედ., რეაბილიტაციის, საოპერაციო, სააფთიაქო სამსახურებს. ამბულატორიული სამსახური მოიცავს სამეანო-გინეკოლოგიურ, ქირურგ. (უროლოგია, ანგიოლოგია-მიკროქირურგია, ენდოსკოპიური ქირურგია, ყბა-სახის ქირურგია), ტრავმატოლოგია-ორთოპედიის (მოზრდილთა და ბავშვთა ორთოპედია, მოზრდილთა და ბავშვთა ტრავმატოლოგია, მსხვილი სახსრების ქირურგია, ართროსკოპია), შინაგან სნეულებათა (კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნეფროლოგი, თერაპევტი, ნევროპათოლოგი); ოფთალმოლოგიის; სტომატოლოგიის სამსახურებს. ე. ს. ც-ს გახსნის დღიდან ხელმძღვანელობდა სამეთვალყურეო საბჭო (თავ-რე მ. ღუდუშაური) და დირექტორატი, რ-ის გენ. დირექტორად სხვადასხვა დროს მუშაობდნენ დ. ბანცაძე, დ. პავლიაშვილი, ზ. სინაურიძე, 2012-იდან – ი. ბრეგვაძე.