ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ). საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს განათლების რეფორმის პროექტის „ილია ჭავჭავაძის” ფარგლებში. ე. ს. გ. და შ. ც-ის მიზნებია: განათლების ხარისხის გაუმჯობესება და საგანმან. სივრცეში თანამედროვე და მოსწავლეზე ორიენტირებული პრინციპების დანერგვა. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ეროვნ. სასწ. გეგმის შემუშავება, განვითარება და დანერგვა საქართვ. ზოგადსაგანმან. სკოლებში; სახელმძღვანელოების ეროვნ. სასწ. გეგმებთან შესაბამისობის დადგენა და რეკომენდებული სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭება; საჯარო სკოლაში მიმდინარე სასწ. პროცესის ეროვნ. შეფასებების სისტემის შემუშავება, დანერგვა, ეროვნ. და სხვა შეფასებების განხორციელება; ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება სხვადასხვა თემატიკაზე (ეროვნ. სასწ. გეგმების პილოტირება, დანერგა, ინკლუზიური სწავლება, სახელობო განათლება და სხვ.); პროფ. განათლების ხელშეწყობა სახელობო საგანმან. სტანდარტის შემუშავებით, სახელმძღვანელოების გამოცემით, სახელობო განათლების ზოგად განათლებასთან ინტეგრირებით და სხვ.; ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა საპილოტე სკოლებში ინკლუზიური სწავლების დანერგვით, მეთოდური სახელმძღვანელოების გამოცემით და სხვ. ე. ს. გ. და შ. ც-ის ხელმძღვანელები: ს. ჯანაშია (2006–09), ნ. ჯოხაძე (2009-იდან).

ნ. ჯოხაძე