ერქომაიშვილი ვახტანგ ივტიხის ძე

ერქომაიშვილი ვახტანგ ივტიხის ძე (18. X. 1932, ქობულეთი, – 18. V. 2001, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1978). 1956 დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი. 1956–58 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა ქობულეთის საშუალო სკოლაში. 1961-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ფილოსოფიის ინ-ტში (1966-იდან – უფროსი მეცნ. თანამშრომელი). 1968-იდან იყო თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტის დიალექტ. მატერიალიზმის კათედრის უფრ. მასწავლებელი, კათედრის გამგე. მონაწილეობდა საერთაშ. კონფერენციებში პოლონეთში (1977, ლოძი), საქართველოში (1980, თბილისი), უნგრეთში (1984, სეგედი), არისტოტელესადმი მიძღვნილ საკავშ. კონფერენციებში (1981, 1984, 1987; წალკა–თბილისი). აქტიურად მონაწილეობდა ქართ. ენციკლოპედიისათვის ფილოს. მასალების მომზადებაში. ე-ის სამეცნ. კვლევის ძირითადი მიმართულებებია: თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის ძირითად მიმდინარეობათა ანალიზი, შემეცნების თეორიისა და დეტერმინიზმის პრობლემები.

თხზ.: დიალექტიკური მატერიალიზმი, თბ., 1971 (თანაავტ.); ლოგიკური პოზიტივიზმი, თბ., 1974; კოტე ბაქრაძის ფილოსოფიური შეხედულებანი, თბ., 1978; ბედისწერის რწმენა და მისი უარყოფითი შედეგები, თბ., 1984; ადამიანის თავისუფლება და პასუხისმგებლობის პრობლემა, ბათ., 1989; ადამიანი მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ეპოქაში, თბ., 1989; ფილოსოფია, თბ., 1995; ერი და იდეოლოგია, თბ., 2000; О природе эмпирического знания, «Вопросы философии», 1981, №6.