ერქომაიშვილი ნუგზარ ისიდორეს ძე

ერქომაიშვილი ნუგზარ ისიდორეს ძე (დ. 4. X. 1934, თბილისი), კინოოპერატორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1985). დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის საოპერატორო ფაკ-ტი (1979), 1962-იდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში” თავდაპირველად ოპერატორის ასისტენტად, შემდეგ – მეორე ოპერატორად ფილმებზე: „დიდოსტატის მარჯვენა” (1969), „ლევან ხიდაშელი” (1973), „ივანე კოტორაშვილის ამბავი” (1974), „მწვერვალი” (1976) და სხვ. ე-მა გადაიღო ფილმები: „კაშხალი მთაში”, „ნიკა მთაში” (ორივე 1979), „როგორ ვიცხოვრო უშენოდ” (1980). დამდგმელი ოპერატორია ფილმებისა: „ამაღლება” (1977), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” (1978; სსრკ სახელმწ. პრემია, 1980), „წერილები შვილებს” (1981), „დღეს ღამე უთენებია” (1983; საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს პრემია „ხუთწლედის მატიანე”, 1984), „ბატონი ავანტიურისტები” (1985, გ. ჭელიძესთან ერთად), „ორომტრიალი” (1986), „მამა, შვილი და ნიავი” (1988), „ხედვის ანბანი” (1994), „ერთაწმინდა” (1994) და სხვ.

ა. გვენცაძე