ერწოს ტბა, ტბა აღმ. საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში, მდ. ყვირილის სათავის მახლობლად, რაჭისა და ლიხის ქედების შესაყართან. მდებარეობს ტექტონ. ქვაბულში, ზ. დ. 1710 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართ. 0,31 კმ². მაქს. სიღრმე 19 მ, საშ. სიღრმე 2,1 მ. უკავია 4 კარსტული ძაბრი. საზრდოობს წვიმით და თოვლის წყლით. მაქს. დონე მაის-ივნისშია, მინ. – აგვ.-სექტ-ში. ზამთარში, თითქმის 5 თვის განმავლობაში, იყინება. ტბის წყლით საზრდოობს მდ. ერწოსწყალი (ყვირილის ერთ-ერთი მდგენელი). ტბის წყალი სუსტად მინერალიზებულია. ტბაში თევზი არ არის. ე. ტ. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში”.
ი. აფხაზავა