ერწოს ქვაბული

ერწოს ქვაბული, ტექტონიკური ქვაბული თიანეთის მუნიციპალიტეტში, მდ. ივრის აუზში. ქვაბული მიმართულია ჩრდ.-დას-იდან სამხრ.-აღმ-კენ. სიგრძე 15 კმ, სიგანე 7 კმ. ქვაბულის ბრტყელი ფსკერის აბსოლ. სიმაღლეა ზ. დ. 1000–1100 მ. აგებულია ნეოგენური (კალთები) და მეოთხეული (ფსკერი) ნალექებით. ირწყვება მდ. აძეძით (ივრის მარჯვ. შენაკადი). ტყე შემორჩენილია მხოლოდ კალთებზე; ქვაბული ათვისებულია სას.-სამ. კულტურებით. ე. ქ-ზე გადადის თბილისი–თიანეთის საავტ. გზა.

ლ. მარუაშვილი