ერწუხი

ერწუხი, ერტოხი, გეოგრაფიული ადგილი, ზუსტი მდებარეობა გაურკვეველია. ს. კაკაბაძის თვალსაზრისით აქ შეიძლება ერწოს (ივრის ხეობა) მიმდებარე მხარე იგულისხმებოდეს. ნ. ბერძენიშვილის მოსაზრებით, ე. ჰერეთ-კახეთში იყო და აწინდელ ერწოსთან მისი გეოგრ. გაიგივება დასაშვები არ არის. ე-ში დავით აღმაშენებელი განძის ათაბაგს და მის მომხრე ჰერ-კახთ შეებრძოლა: „ქმნნა წყობანი დიდნი და ჴმა-გასმენილი იგი დიდი ძლევაჲ” (იხ. ერწუხის ბრძოლა 1104).

წყარო: ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1964; კაკაბაძე ს., დავით აღმაშენებლის დიდი ომი, «ქუთაისის პედ. ინ-ტის შრომები», 1942, ტ. 4; პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970.

თ. პაპუაშვილი