გუდავა ტოგო ესტატეს ძე (23. IX. 1922, სენაკი, – 23. XI. 1976, თბილისი), ენათმეცნიერი, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა სპეციალისტი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1966). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1945). სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას ეწეოდა საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნიერების ინ-ტსა და თსუ-ში. გ-ის ძირითადი შრომები ეძღვნება დაღ. ენათა როგორც აღწერითს, ისე ისტ.-შედარებით შესწავლას. გ-მ პირველმა შეისწავლა მეცნიერულად დაღესტნის რამდენიმე უმწერლობო ენა. მისი სტატია «ხუნძურ-ანდიურ- დიდოურ ენათა „ტ" ლატერალის გენეზისისა და ქართველურ ენებში მისი შესატყვისის შესახებ» (1954) იბერიულ-კავკასიურ ენებში ჯგუფთაშორისი კანონზომიერი ბგერათშესატყვისობის ძიების ერთ-ერთი პირველი ცდაა. გ-ს კვლევის სფეროში შედიოდა აგრეთვე ქართველურ ენათა ისტ. შედარებითი შესწავლის საკითხები (მეგრული კონსონანტიზმი, გრამატიკა, ლექსის სტრუქტურა და სხვ.), რ-თა შორის ზოგი პრობლემა ახლებურადაა დასმული და ახსნილი.
თხზ.: ბოთლიხური ენა, თბ., 1962; ბაგვალური ენა, თბ., 1971; ქართული ხალხური სიტყვიერება. მეგრული ტექსტები, I – პოეზია, თბ., 1975 (თანაავტ. ა. ცანავა); Сравнительный анализ глагольных основ в аварском и андийских языках, Махачкала, 1959; Консонантизм андийских языков (Историко-сравнительный анализ), Тб., 1964; Историко-сравнительный анализ консонантизма дидойских языков, Тб., 1979.
ლიტ.: ტოგო გუდავა, «მაცნე», 1977, №1; F ä h n r i c h H., In memoriam Togo Gudawa, «Zeitschrift für Phonetik, Sprachwissenschaft und Kommunikationsforschung», Bd. 30, Berlin, 1977; B o e d e r W., T. E. Gudawa, «Bedi Kartlisa. Revue de Kartvélologie », v. 37, Р., 1979.
გ. ბურჭულაძე
მ. მაჭავარიანი