გუდავაძე ზაქარია (ზაქრო) ლავრენტის ძე

გუდავაძე ზაქარია (ზაქრო) ლავრენტის ძე (27. III. 1908, სოფ. ზენობანი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 8. VIII. 1974, თბილისი), კინორეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961).

1929–30 სწავლობდა საქართვ. სახკინმრეწვის კინომსახიობთა სკოლაში. 1930-იდან მუშაობდა სახკინმრეწვში რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ კი მეორე რეჟისორად იმუშავა ფილმებზე: „გაზაფხული საკენში" (1950), „მწვერვალთა დამპყრობნი" (1951), „ბაში-აჩუკი" (1956), „ხევისბერი გოჩა" (1964), „კაპიტნები" (1974) და სხვ.

გადაიღო საბავშვო ფილმები: „მანანა" (1958, შ. მარტაშვილთან ერთად) და „პაპა გიგია" (1960). გადაღებული აქვს აგრეთვე დოკუმენტური ფილმი „პამირის მწვერვალთა დამპყრობნი" (1955; დიპლომი მონტევიდეოში დოკუმენტური და ექსპერ. ფილმების II საერთაშ. კინოფესტივალზე, 1956).

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ა. გვენცაძე