ესიქომი

ესიქომი, მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარ ქედზე, ყელის ვულკანური ზეგნის ჩრდ. კიდეზე, სიმაღლე 3572 მ. აგებულია მეოთხეული ასაკის ანდეზიტური ლავებით. აღმართულია იურული ფიქლებისა და ქვიშაქვების საფუძველზე. ჩრდ. კალთა ციცაბოა, სამხრ. – შედარებით დამრეცი. 2800 მ სიმაღლემდე ალპ. მდელოებია.

ჭ. ჯანელიძე