ზუდალი, სოფელი ონის მუნიციპალიტეტის კვაშხიეთის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), რიონის მარცხ. მხარეს, მდ. ხეორისწყლის შესართავთან. ზ. დ. 750 მ, ონიდან 7 კმ. 38 მცხ. (2002). სოფელი აღნიშნულია ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) მიერ შედგენილ რუკებზე. ამავე რუკათა მიხედვით, ზ-ში მდგარა ციხე-დარბაზი.
თ. ბერაძე