ეფთვიმე (ექვთიმე) II (საყვარელიძე), აფხაზეთის (დას. საქართველოს) კათოლიკოს-პატრიარქი 1669–73. ძირითადად იმერეთში ცხოვრობდა. 1672 იმყოფებოდა ოდიშის მთავარ ლევან III დადიანის კარზე, სადაც შეხვდა ფრანგ მოგზაურს ჟან შარდენს. წერილში, რ-იც ბაგრატ IV-მ (1669) გაუგზავნა რუს. მეფეს – ალექსი მიხეილის ძეს, იმერეთის სამეფოს თავკაცთა შორის იხსენიება როგორც „საქართველოს მაკურთხეველი კათალიკოზი”.
წყარო: Броссе М., Переписка на иностранных языках Грузинских царей с Роცсийскими государями от 1659 до 1700, СПб., 1861.
ლიტ.: ლომინაძე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII–XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31.
ბ. ლომინაძე