ეფორე

ეფორე (Ephoros) (დაახლ. ძვ. წ.405–330), ბერძენი ისტორიკოსი მცირე აზიის ქ. კიმედან; ავტორია 30 წიგნად შედგენილი თხზულებისა – „ისტორია”, რ-იც მოიცავს ძვ. ბერძნ. სამყაროს ისტორიას დორიელთა შემოსევებიდან ძვ. წ. 340 წლამდე, ფილიპე მაკედონელის ხანამდე. ე-ს თხზულების ფრაგმენტი მოღწეულია გვიანდელ ავტორთა, პირველ რიგში, სტრაბონის ნაშრომში, თუმცა ამ ავტორთა მიერ ე-ს შრომის უშუალო გამოყენებას საეჭვოდ მიიჩნევენ. სტრაბონთან მოყვანილ ფრაგმენტებში რამდენჯერმე მოიხსენიება ხალიბთა ტომი და მისი ადგილსაცხოვრისი.

გამოც.: Jakoby F., Die Fragmente der griechischen Historiker, Berlin–Leiden, 1927, S. 70.

ნ. ლომოური