ეფრემ I, აღმ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1497–1503. მოიხსენიება კახთა მეფის ალექსანდრე I-ისა და ძეთა მისთა გიორგისა და დიმიტრის მიერ კათოლიკოსისადმი გაცემული 1500–02 წწ. დათარიღებულ საბუთში, რ-ის მიხედვით საკათოლიკოსოს საკუთრებაში გადაეცა საგარეჯოს მამულების შემოსავლის ნაწილი, აგრეთვე მამული კახეთში.
წყარო: ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897.