ზურაბიანი პავლე ალექსანდრეს ძე

ზურაბიანი პავლე ალექსანდრეს ძე [27. I. 1874, შუშა (ყოფ. ელიზავეტპოლის გუბ.), – 21. II. 1942, თბილისი], არქიტექტორი. დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო ინჟინერთა ინ-ტი (1898). მუშაობდა თბილ. თვითმმართველობაში უბნის არქიტექტორად. მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: ყოფ. სომხ. სემინარიის შენობა არსენალის მთაზე, პ. სააკაძის ქ. 1 (1910–11, არქიტ. მ. ნეპრინცევთან ერთად), IV სამმართველოს სამკურნ. კომბინატი, ი. ჭავჭავაძის პრ. 5 (1937, არქიტ. პ. უშენინთან ერთად; დაანგრიეს 2012, შემორჩენილია შენობის ფასადის მხოლოდ მცირე ფრაგმენტი), საცხოვრებელი სახლები (კოჯრის ქ. 3, ვ. სარაჯიშვილის ქ. 3ა, მ. წინამძღვრიშვილის ქ. 39). ზ-მა შეადგინა აგრეთვე ეკონ. მცირე შეძლების მცხოვრებთათვის საცხოვრ. სახლის ტიპობრივი პროექტი, რ-იც თბილ. თვითმმართველობამ 1910 გამოსცა.

თ. გერსამია