ზუფუ

ზუფუ, დასახლებული პუნქტი და მხარე გვიანდ. შუა საუკუნეების აფხაზეთში. ქართ. საისტორიო წყაროებში გვხვდება აგრეთვე „ზუფუს წყალი”, „ზუფუს მდინარე”. ზ. პირველად დამოწმებულია „ილორის ხატის” 1651 წარწერაში. „ზუფუს წყალს”, „ზუფუს მდინარეს” დღევანდელი მდ. ხიფსთა შეესაბამება. დასახლებული პუნქტი ზ., რ-ის მეორე სახელწოდება არის ლიხნი, წარმოადგენდა აფხ. ერისთავების – შარვაშიძეების მთავარ რეზიდენციას. ზ-ს მხარე მოიცავდა ტერიტორიას დაახლოებით გაგრის მიდამოებიდან (გაგრის ქედი) ანაკოფიის (დღევანდელი ახალი ათონის) მიდამოების ჩათვლით.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: ბურჯანაძე შ., ლიხთ-იმერეთის 1737 წლის რუკა როგორც ფეოდალური საქართველოს ისტორიის პირველწყარო, «ხელნაწერთა ინ-ტის შრომები», 1959, ტ. 1; გრიგოლია კ., ილორის წმ. გიორგის ხატის წარწერა, «ენიმკის მოამბე», 1942, ტ. 13; ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954.

თ. ბერაძე