ზუხბაია ვალერიან ავქსენტის ძე

ვ. ზუხბაია

ზუხბაია ვალერიან ავქსენტის ძე (9.IV.1914, წალენჯიხა, –27.V.2011, თბილისი), გეოლოგი. აფხაზეთის რეგიონული მეცნ. აკად. წევრი (1995), საქართვ. უმაღლესი სკოლის დამს. მუშაკი (1992), პროფესორი (1992). 1945 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი. 1946–51 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის აფხ. ასსრ-ის საწარმოო ძალთა შემსწავლელ სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. 1951-იდან მუშაობდა სოხუმის პედ. ინ-ტში (საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის დეკანი, გეოგრ. კათედრის გამგე), 1954–59 – ქუთაისის პედ. ინ-ტში, 1959 – 93 – საქართველოს სუბტროპ. მეურნეობის ინ-ტში, 1993–2005 – საქართვ. მეცნ. აკად. ა. ჯანელიძის სახ. გეოლ. ინ-ტში (წამყვანი მეცნ. თანამშრომელი) და თსუ-ის სოხუმის ფილიალში (პროფესორი). ზ. ავტორია უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოებისა (მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მოკლე კურსი; ზოგადი გეოლ. პრაქტიკუმი; ზოგადი გეოლოგია; მხარეთმცოდნეობა); გამოიკვლია და დაადგინა 4000-მდე აფხ. ტოპონიმი, შეისწავლა ქვის კულტ. ისტორია საქართველოში, ძვირფასი ქვები „ვეფხისტყაოსანში” და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2002), ივ. ჯავახიშვილისა და ა. ჯანელიძის მედლებით.

თხზ.: რას გვიამბობს საქართველოს მიწა, თბ., 1959; საქართველოს დეკორატიული და ფერადი ქვები, თბ., 1974; ქართლის ცხოვრების ქვის ფურცლები, თბ., 1975; ძვირფასი და ტექნიკური ქვები, თბ., 1980; ქართული ოქრო, თბ., 1995; სოხუმი, თბ., 1997; აფხაზეთო ჩემო, თბ., 1998; ბუნება „ვეფხისტყაოსანში”, თბ., 1999; ანაკოფია – ახალი ათონი, თბ., 2001; გალის რაიონის ბუნება, ისტორია, სახალხო მეურნეობა, თბ., 2002.

ვ. ზესაშვილი