ზღაპრის ბეგარა, ბეგრის სახეობა შუა საუკუნეების საქართველოში. აკაკი წერეთლის მოწმობით, „ბატონყმობის დროს ზოგიერთ გლეხებს მთელი გვარეულობით ზღაპრებისა და შაირების მეტი არა ემართათ რა გადასახადი”. ზ. ბ. ეკისრებოდათ ზღაპრის თქმასა და შეთხზვაში დახელოვნებულ ყმა გლეხებს. სპეც. მეზღაპრე ჰყოლიათ სვანეთში დადეშქელიანებს. ყმა გლეხ მეზღაპრეთა არსებობა დადასტურებულია ქართლშიც.
ლიტ.: სიხარულიძე ქს., საგმირო-საისტორიო სიტყვიერება, თბ., 1949; წერეთელი ა., განცხადებასავით, «კვალი», 1895, №6.
ჯ. ბარდაველიძე