გუდანი

გუდანი, მთა კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მდინარეების აკუშოსხევისა და ლიქოკისხევის (ხევსურეთის არაგვის მარცხ. შენაკადები) წყალგამყოფზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 2090 მ.

აგებულია შუაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. აღმ. კალთა ძლიერ ციცაბოა, ჩრდ., სამხრ. და დას. – დამრეცი. შემოსილია სუბალპ. მდელოებით.