ზღვის კარჩხანა, ლასკირი (Diplodus annularis), თევზი სპარუსისებრთა ოჯახისა. აქვს მაღალი, 30 სმ-მდე სიგრძის სხეული, კუდზე მოშავო ხალი. გავრცელებულია ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებში, ხმელთაშუა, შავ და აზოვის ზღვებში. საქართვ. შავი ზღვის სანაპირო ზონაში ყველგან გვხვდება. ქარავნული თევზია. ეტანება წყალმცენარეებით მდიდარ ადგილებს, იკვებება ლოკოკინებით, ჭიებით, ნაწლავღრუიანებით, წყალმცენარეებით. მისი ხორცი ნაკლებად გემრიელია. აქვს მცირე სამეურნეო მნიშვნელობა. იყენებენ ნედლად.
მ. დემეტრაშვილი