ზღვის შროშანი (Pancratium maritimum), მრავალწლოვანი მსხვილბოლქვიანი მცენარე ამარილისისებრთა ოჯახისა. აქვს 40–70 სმ სიმაღლის უფოთლო, სქელი ღერო, რ-ის წვერზე შეკრებილია დიდი თეთრი ძაბრისებრი, გრძელმილიანი, ოდნავ სურნელოვანი ყვავილები. ფესვთანური ფოთლები ფართოხაზურია. გავრცელებულია შუა ევროპასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში. საქართველოში გვხვდება მხოლოდ აჭარასა და აფხაზეთში ზღვისპირა სილიანზე. იყენებენ დეკორ. მებაღეობაში სილიანი ადგილების გასამწვანებლად, აგრეთვე ხალხ. მედიცინაში. მრავლდება ვეგეტატიურად და თესლით (ყვავილობას იწყებს მეხუთე, მეექვსე წელს). შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში”.
მ. გურგენიძე