ეშბა ნელი რაჟდენის ასული

ეშბა ნელი რაჟდენის ასული (დ. 25. IV. 1928, ოჩამჩირე), აფხაზი რეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1971). 1961 დაამთავრა საქართვ. რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი. იმავე წლიდან სოხუმის ს. ჭანბას სახ. სახელმწ. დრამ. თეატრის, აფხ. დასის რეჟისორი იყო (1962–63 – მთ. რეჟისორი). 1963–64 სტაჟირებას გადიოდა პეტერბურგის მ. გორკის სახ. აკად. დიდ დრამ. თეატრში გ. ტოვსტონოგოვის ხელმძღვანელობით. 1964–68 რეჟისორად მუშაობდა თბილ. ა. გრიბოედოვის სახ. სახელმწ. დრამ. თეატრში. 1968–74 იყო სოხუმის სახელმწ. თეატრის დირექტორი და აფხ. დასის მთ. რეჟისორი. საუკეთესო დადგმები: დ. გულიას „აჩრდილები”, პ. კოჰოუტის „როცა ასეთი სიყვარულია”, რ. ებრალიძის „თანამედროვე ტრაგედია”, ე. შვარცის „შიშველი მეფე”, მ. გორკის „მოაგარაკენი”, ა. დიუმას „კლოდის ცოლი”, დ. ჟოტევის „ვენერას შემოსვა”, ბ. შინკუბას „სიმღერა კლდეზე”, ფ. შილერის „დონ კარლოსი” და სხვ. 1973–74 და 1977–83 ე. რუსეთის სხვადასხვა თეატრში რეჟისორობდა. 1974–77 იყო ასტრახანის დრამ. თეატრის დირექტორი და მთ. რეჟისორი. 1988 მისი ხელმძღვანელობით მოსკოვში შეიქმნა თეატრი „ვრემია”, სადაც იგი მოღვაწეობდა როგორც დირექტორი და მთ. რეჟისორი.

შ. ცუცქირიძე