ეჩმიაძინის წმინდა გიორგის ეკლესია

ეჩმიაძინის წმინდა გიორგის ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია, დგას ავლაბარში (თბილისი), ნ. ბარათაშვილის აღმართის მარცხ. მხარეს, ავლაბრის მოედნის ჩრდ-ით. ეკლესია ააგეს სოფ. ეჩმიაძინიდან (სომხეთი) XVIII ს. მიწურულში ავლაბარში გადმოსახლებულმა სომხებმა. ისინი, როგორც წესი, სამშობლოში მიტოვებული ადგილების უკვდავსაყოფად თბილისში დაარსებულ თავიანთ ახალშენებს მშობლიურ სახელებს არქმევდნენ. 1989 წ. 9 აპრ. ტრაგედიასთან დაკავშირებით ქართველებისადმი სომეხი ხალხის თანაგრძნობის ნიშნად ეკლესიის წინ, სკვერში, აღმართეს სომხეთიდან ჩამოტანილი „ხაჩკარი” (ქვაჯვარი).