გუდასახო

გუდასახო, სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტის დეკანაშვილების თემში (აჭარის არ), მესხეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. უჩხოსწყლის (აჭარისწყლის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1160 მ, ხულოდან 8 კმ. 252 მცხ. (2002).