ეძგვერაძე მედეა დომენტის ასული (დ. 21.II. 1935, თბილისი), არქიტექტორი. 1959 დაამთავრა სპი. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ „საქქალაქმშენსახპროექტში” (1959–63), ხოლო 1964-იდან 1992-მდე – ტიპობრივი და ექსპერ. დაპროექტების თბილ. ზონალურ სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (პროექტის მთ. არქიტექტორი). მის მიერ შემუშავებული ტიპური პროექტით აიგო რამდენიმე სკოლა და საავადმყოფო (ცხინვალი, რუსთავი, გარდაბანი, ზესტაფონი და სხვ., XX ს. 60-იანი წწ.). ქობულეთში სასტუმრო „კოლხეთის” (1983) არქიტექტურისათვის მიენიჭა საქართვ. სსრ მინისტრთა საბჭოს პრემია „ხუთწლედის მატიანე” (1985, ავტორთა ჯგუფთან ერთად).
ს. კინწურაშვილი