Twitter
Facebook
Whatsapp
ეხი, ფართოშესასვლელიანი პატარა კარსტული მღვიმე. „კლდე გამონახეთქი ქვაბივით” (საბა). მცირე სიღრმისაა, გვერდითი კედლები სუსტი აქვს. ე-ში ქვის ხანაში ადამიანები ბინადრობდნენ. საქართველოში ცნობილია ეძანის, მღვიმევის, ჯრუჭულისა და სხვა ე-ები.
მ. გაბუნია