გუჯარეთისწყალი

გუჯარეთისწყალი, მდინარე სამხრეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მტკვრის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 43 კილომეტრი|კმ, აუზის ფართ. 326 კვადრატული კილომეტრი|კმ². სათავე აქვს მურყნევის მთის სამხრ. ფერდობზე, 2060 მეტრი|მ სიმაღლეზე. მთავარი შენაკადებია მიტარბულა და ბაკურიანისწყალი. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზაფხულსა და ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი წაღვერთან 3,24 კუბური მეტრი წამში|მ³/წმ. ზამთარში დამახასიათებელია ყინულნაპირისი, თოში და ყინულსაფარი.

ი. აფხაზავა