გუდაურული მემინდვრია

გუდაურული მემინდვრია (Chionomys gud), ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა.

გავრცელებულია კავკასიაში, თურქეთში, ბინადრობს ტყის ზედა ზონაში, ალპ. და სუბალპ. მდელოებზე, კლდოვან და ქვანაყარ ადგილებში. ვერტიკალურად ვრცელდება ზ. დ. 2500 მ-მდე. მისი სხეულის სიგრძე 10–15 სმ აღწევს. კუდი სხეულის ნახევარია. იკვებება მცენარეულობით. ზამთრის მარაგს (თივას) სოროში ინახავს.

საქართველოში რამდენიმე ქვესახეობაა. გ. მ. გავრცელებულია აღმ. საქართველოს სუბალპებში და ალპებში, რიონისა და ყვირილის სათავეთა ხეობებში, თიანეთში.

გ. ენუქიძე