გუდისისწყალი, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ერედვისა და ჯავის მუნიციპალიტეტებში, ლიახვის მარცხ. შენაკადი. სიგრძე 24 კმ, აუზის ფართ. 91 კმ². სათავე აქვს გერმუხის ქედის სამხრ. კალთაზე, ზ. დ. 2860 მ სიმაღლეზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზაფხულსა და ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 2,66 მ³/წმ.
ი. აფხაზავა